აგნოზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგნოზია - (agnosia), აღქმის დარღვევით გამოწვეული საგნების შეცნობის უნარის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, რომელიც მოიცავს სენსორული სტიმულების ინტერპრეტაციას.(ფსიქიატრიის ლექსიკონები)

აგნოზიის დიაგნოზის დასმა ხდება მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ პიროვნების სენსორული აპარატი ნორმალურად ფუნქციონირებს და ცნობიერება ნათელია.

სარჩევი

ასტერეოგნოზია

ასტერეოგნოზია არის სამგანზომილებიანი ფიგურების იდენტიფიცირების უუნარობა. მის დასადგენად პაციენტს ხელში დასაჭერად აძლევენ სხვადასხვა საგანს - გასაღებს,სხვადასხვა ზომის მონეტებს ან ქაღალდის სამაგრებს, ხოლო მან, თვალდახუჭულმა უნდა შეძლოს მათი ამოცნობა.

ატოპოგნოზია

ატოპოგნოზია არის საკუთარი სხეულის კანზე საგნის მდებარეობის განსაზღვრის უუნარობა.

თითების აგნოზია

თითების აგნოზიის დროს პაციენტი ვერ ახერხებს, რომ თვალდახუჭულმა მოახდინოს იმ თითის იდენტიფიცირება, რომელსაც ეხებიან. იმისათვის, რომ გავიგოთ, ხომ არ ერევა პაციენტს ერთმანეთში მარჯვენა და მარცხენა მხარე, უნდა შევეხოთ მის ხელს ან ყურს და ვკითხოთ, თუ რომელ მხარეს შევეხეთ.

აგრაფოგნოზია

აგრაფოგნოზია არის სხეულზე „დაწერილი” ასოების ან რიცხვების იდენტიფიცირების უუნარობა. აგრაფოგნოზიის შესამოწმებლად პაციენტს ხელისგულზე დახურული კალმისტრით ან სხვა მსგავსი საგნით რიცხვების მონახაზი „გამოგვყავს”.

ანოზოგნოზია

ანოზოგნოზიის დროს პაციენტი ვერ აღიქვამს ავადმყოფობით გამოწვეულ ფუნქციურ დარღვევებს. მაგალითად, მარჯვენა თხემის წილის დაზიანების შემდეგ, პაციენტი ვერ აცნობიერებს თავისი სხეულის მარცხენა მხარეს განვითარებულ სისუსტეს და აღენიშნება სენსორული უყურადღებობა.

აგნოზიის არსებობა მიუთითებს ასოციაციური არეების დაზიანებაზე პირველადი სენსორული რეცეპტული არის გარშემო. მარჯვენა და მარცხენა თხემის წილის დაზიანება იწვევს კონტრლატერულ ასტერეოგნოზიას, აგრაფოგნოზიას და ატოპოგნოზიას. სენსორული უყურადღებობა და ანოზოგნოზია უფრო ხშირად გამოწვეულია მარჯვენა თხემის წილის დაზიანებით. თითების აგნოზიასა და მარჯვენა-მარცხენა მხარის დეზორიენტაციის მიზეზად უმეტესად თხემის წილის დაზიანებაა მიჩნეული.




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები