აგურის თვისებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგურის თვისებებიაგურის, როგორც საკედლე მასალის, ძირითად თვისებად, ითვლება სიმტკიცე და ყინვამედეგობა. მაგ., მ100 მარკა აღნიშნავს მის წინაღობას კუმშვაზე 10 მპა, რაც საკმარისია 2- და 3-სართულიანი სახლის ასაშენებლად. მრავალსართულიან შენობებში გამოყენებული აგურის მარკა არ უნდა იყოს მ 150-ზე ნაკლები. ყველაზე მეტად გავრცელებული აგურის მარკებია: 75, 100, 125, 150, 200, 250 და 300. ყინვამედეგობა (გაყინვა-გალღობის ციკლის რაოდენობა) არის მასალის ხანგამძლეობის ირიბი მაჩვენებელი - რაც მეტია ყინვამედეგობა, მით მეტია მასალის სამსახურის ვადა. ყინვამედეგობის მიხედვით აგურის მარკებია: 50, 75, 100-300. აგურის სტრუქტურა შეიძლება იყოს უწყვეტი, სიღრუეებიანი ან ფოროვანი; ფერი დამოკიდებულია გამოყენებული ნედლეულისა და დანამატი პიგმენტის სახეობაზე. სტანდარტული აგურის ზომებია: 250х120х65 მმ. 1 მ3

კედლის ასაშენებლად (დუღაბის ფენის გათვალისწინებით) საჭიროა 380-420 ცალი სტანდარტული ზომის აგური, საშუალოდ – 400 ცალი. ნებისმიერი სახის აგური უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის ოფიციალური სტანდარტის მოთხოვნებს.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები