აგურის წყობა დაარმირებული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგურის წყობა დაარმირებული − აგურის წყობა, რომელიც გაძლიერებულია არმატურის ბადით ან ცალკეული ღეროებით. დაარმირების პროცესი იწყება კედლის ძირიდან. იმ შემთხვევაში, როცა ცოკოლის სართული აგურისაა, დაარმირებას ექვემდებარება ცოკოლის სართულიც. მას შემდეგ, რაც აგურის პირველი რიგი დალაგდება საძირკველზე, მასზე ზევიდან დაეწყობა მზა არმატურის ბადე. ასევე დაარმირდება პირველი 5 რიგი. აგურის კედლის მშენებლობისას სიმაღლით 8 მ-მდე, დაარმირდება ყოველი მეოთხე რიგი.