აგურის წყობა ფლამანდიური დიაგონალური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგურის წყობა ფლამანდიური დიაგონალური – (ინგლ. Brickwork Flemish diagonal), აგურის წყობის ფლამანდიური ტიპი, რომელშიც ერთ რიგში აგურები განლაგებულია გრძივად, ხოლო მომდევნოში – გრძივად და განივად და ა.შ., ისე რომ აგურის განივ გვერდებს შორის წანაცვლება შეადგენს 1/2-ს. შესაძლებელია სხვა კომბინაციებიც, მაგ.: პირველი რიგი – ერთი განივი, ორი გრძივი და ა.შ.; მეორე რიგი – სამი განივი, ერთი გრძივი, ოთხი განივი, ერთი გრძივი; სამი განივი და ა.შ.; მესამე რიგი – ერთი გრძივი, სამი განივი და ა.შ.; მეოთხე რიგი – სამი განივი და ერთი გრძივი და ა.შ.; მეხუთე რიგი – ერთი გრძივი, სამი განივი, ერთი გრძივი ოთხი განივი, ერთი გრძივი და ა.შ.