აგური ქართული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგური ქართული

აგური ქართული – (ინგლ. Georgian brick), ანტიკური პერიოდის (ძვ. წ. VI – ა. წ. IV საუკუნეები) კვადრატული ფორმის აგური გვერდის სიგრძით 46-54 სმ და სისქით 10-11 სმ. დასამზადებლად გამოიყენებოდა თიხა. მასალა შრებოდა ბუნებრივ პირობებში. შუა საუკუნეებში აგურის ზომები შემცირდა (გვერდის ზომა 21-27 სმ, სისქე 4,7 სმ) და დაიწყეს ნახევრად მშრალი აგურის გამოწვა ღუმლებში. ქართული აგურითაა ნაშენები მცხეთისა და მისი შემოგარენის უძველესი ძეგლები, ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი 2 კმ სიგრძის დიდი გალავანი (ალიზის აგური. აგურის ზომებია 52x52x12 სმ, კედლის სისქეა 4,5 მ), აბანო (III ს.), ურბნისის სიონის ტაძრის იატაკი (V-VI ს), სამრეკლო (XVIII საუკუნის დასაწყისი) და უამრავი სხვა ქართული ნაგებობა. დროთა განმავლობაში ქართული აგური ჩაანაცვლა თანამედროვე სტანდარტული ზომის აგურმა და ქართულ აგურს მხოლოდ დეკორაციული დანიშნულება დარჩა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას დღესაც წარმატებით ამზადებენ და გამოიყენებენ დანგრეული ტაძრებისა და ციხესიმაგრეების სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად იქ, სადაც აუცილებელია ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები