ადარნასე III
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადარნასე III - (გ. 961), ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, დავით III დიდის ძმა. 945 წლიდან - მაგისტროსი, 958 წლიდან — კურაპალატი. შვილებმა, ბაგრატმა და დავითმა, ხელისუფლება წაართვეს და იძულებული გახდა, ბერად აღკვეცილიყო.
ვ. სილოგავა
ლიტერატურა
თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1949, ნაკვ. 27.
|