ადგილიდან სროლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადგილიდან სროლა - სროლის ფორმა, რომელიც წარმოებს ტანკებიდან, საარტილერიო სისტემებიდან, ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან და ჯავშანტრანსპორტიორებიდან ერთი საცეცხლე პოზიციიდან პირდაპირი დამიზნებით.
გამოიყენება თავდაცვაში, ჩასაფრებაში მოქმედების, მოწინააღმდეგის ტანკების კონტრშეტევის მოგერიების და დიდ მანძილებზე სროლის დროს.