ადგილმდებარეობის ტაქტიკური თვისებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადგილმდებარეობის ტაქტიკური თვისებები - ადგილმდებარეობის ელემენტების (რელიეფი, ჰიდროგრაფია, მცენარეული საფარი, მიმოსვლის გზები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ჯარების საბრძოლო მოქმედებებზე.
ადგილმდებარეობის ძირითად ტაქტიკურ თვისებებს განეკუთვნება: დაზიანების სხვადასხვა საშუალებისაგან ჯარების დაცვის და ცეცხლის წარმოების პირობები; შენიღბვა, თვალთვალი და ორიენტირება, აგრეთვე გზებსგარე გამავლობა, საფორტიფიკაციო მოწყობა, წყალმომარაგება და სხვა.