ადვოკატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადვოკატი (advocatus) - რომის რესპუბლიკის ეპოქაში უწოდებდნენ ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი მხარე იწვევდა სასამართლო პროცესზე კანონიერ დამცველად. ადვოკატი არა მარტო იურიდიულ რჩევებს აძლევდა თავის კლიენტს, არამედ პროცესზე თავისი დასწრებით აძლიერებდა მის პოზიციას. ადვოკატები თვისობრივად განსხვავდებოდნენ პატრონებისაგან (Patronus causae), რომლებიც როგორც სასამართლო ორატორები გამოდიოდნენ სასამართლოში.

იმპერიის ხანაში განსხვავება პატრონისა და ადვოკატის ფუნქციებს შორის სასამართლოში მთლიანად იშლება. ადვოკატი თავის კლიენტს იცავს როგორც პრეტორის, ისე მოსამართლეების წინაშეც. რესპუბლიკის ხანაში ადვოკატები სრულიად უსასყიდლოდ იღებდნენ მონაწილეობას სასამართლო პროცესებში, იმპერიის ეპოქაში კლავდიუსის დროიდან მოყოლებული კანონმა მათ მისცა უფლება აეღოთ ჰონორარი (honorarium) საქმიანობისათვის. მაქსიმალური ჰონორარი განისაზღვრა 10000 სესტერციით.






წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები