ადიგენის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადიგენის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ახალი კუკია); ვეძათხევის ქუჩიდან რკინიგზამდე, წარმოიქმნა XIX ს. II ნახევარში. ქუჩას 1938-მდე თოფისწამლის შესახვევი ერქვა იმის გამო, რომ ერთ-ერთი გზა არსენალისკენ აქედანაც მიდიოდა. ამ სახელითაა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში.