ადიდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადიდვა – ლითონის წნევით დამუშავების ერთ-ერთი ხერხი, როცა წრიული ან ფასონური პროფილის (განივკვეთის) ნაკეთობას (ნამზადს) გამოჭიმავენ წრიული ან ფასონური პროფილის ხვრელში, რომლის განივკვეთის ზომები ნაკლებია ნამზადის განივკვეთის ზომებზე. შედეგად ნამზადის განივკვეთის ზომები მცირდება, სიგრძე – იზრდება. ოპერაცია ტარდება სპეციალურ ადიდვის დგანზე. ადიდვა ფართოდ გამოიყენება ფოლადის მილების, მავთულის, წკნელებისა და სხვ. წარმოებაში.

არსებობს ადიდვის სახეები: გრძელსამართულიანი, დამაგრებულ სამართულზე, დეფორმირებად სამართულზე, დოლური, ელექტროპლასტიკური, ერთძაფა, ერთჯერადი, თბილი, მავთულის, მბრუნავი მცურავ სამართულზე, ტვირთსათრევით, მაპროფილებელი, მბრუნავ ადიდაში გავლით, მილების, მოკლესამართულიანი, მრავალჯერადი, მრავალძაფიანი, მშრალი (საპნის ფხვნილის აბაზანის გამოყენებით), მცურავ სამართულზე, პროფილების, სამართულზე, სველი (საპნის ემულსიის აბაზანის გამოყენებით), სასუფთაო, სველი, სრიალით, სქელი, უკუდაჭიმულობით, ულტრაბგერითი, უსამართულო, უსრიალო, უძრავი ტვირთსათრევით, უწვრილესი, ღეროიანი, ჩასობის გარეშე, შავი (მოსამზადებელი), ცალძაფა, ცივი, ცხელი, წვრილი, წნელების, ხვეულიანი, ჰიდროდინამიკური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები