ადიტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადიტონი – (ძვ. ბერძნული. ἄδυτον), ბერძნული ტაძრის კელას უკან სიღრმეში მოთავსებული ადგილი, სადაც მხოლოდ კულტის მსახურთ შეეძლოთ შესვლა და ისიც განსაზღვრულ დროს. ადიტონში იდგა ბერძნული ღვთაების ქანდაკება.