ადმინისტრაციული ფასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადმინისტრაციული ფასი- (administrative price) - ფასი, რომელიც დგინდება ფიზიკური ან იურიდიული პირების გადაწყვეტილებით და არ არის საბაზრო ძალების ობიექტური თამაშის შედეგი. ადმინისტრაციული ფასის დადგენა შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელს ყიდის მონოპოლისტი ან სახელმწიფო ორგანო. საპირისპიროა - მოქნილი ფასი.