ადონია აპოლონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადონია აპოლონ − (1930 − 2008), ქართველი პოეტი, დაიბადა სოფელ კირცხში (ჩხოროწყუ); გამოცემულია მისი სამი პოეტური კრებული: „შენი ღიმილი”, „ხილვა პირველი” და ,„გაელვებიდან გამომზირალი”. პოეტის არქივში უამრავი მასალა ინახება, მათ შორის − პოემა „საუბარი ერის სულთან”. თარგმნა რუსი პოეტის ევგენი ბარატინსკის ლექსები, გერმანული რომანტიზმის ფუძემდებლის, ნოვალისის შემოქმედების ნიმუშები. გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია სოფელ კირცხში.
- * * *
- ახლა მე ვეძებ ყველაფერ მართალს
- და ხელებს მხოლოდ სიმართლეს ვუწვდი.
- ახლა მდუმარედ ვაცილებ ზამთარს,
- ახლა მდუმარედ გაზაფხულს ვუცდი.
- ჩემი სულიდან ამოდის ალი
- გაუხუნარი სხივების თრთოლით.
- დგას თებერვალი ელამი თვალით
- სივრცეს ეცემა ნამსხვრევი ბროლის.
- შორია სითბო, სიცივეც შორი,
- სამყაროს გულში კრთება უარიც.
- ცისკენ მიიწევს სულის მზე ქროლვით,
- ნისლში მიცურავს გზა მიუვალი.
- ახლა მე ვეძებ ყველაფერ მართალს
- და ხელებს მხოლოდ სიმართლეს ვუწვდი.
- ახლა მდუმარედ ვაცილებ ზამთარს,
- ახლა მდუმარედ გაზაფხულს ვუცდი
- ახლა მე ვეძებ ყველაფერ მართალს