ადორნო თეოდორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ ადორნო

თეოდორ ადორნო - (გერმ. Theodor Ludwig Wiesengrund Adorno 11. IX. 1903, მაინის ფრანკფურტი, - 6. VIII. 1969, ბრიგი, შვეიცარია)

გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, მუსიკისმცოდნე, კომპოზიტორი. ა. ბერგის მოწაფე (კომპოზიცია). 1931-33 ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოცენტი. 1934-იდან ცხოვრობდა ინგლისში, 1938-იდან აშშ-ში. 1949 დაბრუნდა მაინის ფრანკფურტში (გფრ), მუშაობდა უნივერსიტეტში (1956-იდან პროფესორი). კონსულტაციებს უწევდა თ. მანს რომანზე „დოქტორ ფაუსტუსზე“ მეშაობის დროს. მისი კულტურის ფილოსოფია უკავშირდება ფ. ნიცშესა და ო. შპენგლერის ფილოსოფიას. „ახალი მუსიკის“ ფილოსოფიურ-ესთეტიკური კონცეფცია, რომელშიც ადორნო ორიენტირებულია ძირითადად „ვენის ახალი სკოლის“ კომპოზიტორების შემოქმედებაზე, დაკავშირებულია მასობრივი სტანდარტიზებული მუსიკის კულტურის კრიტიკასთან. ადორნოს კრიტიკა მიმართულია როგორც ავანგარდიზმისა და კომერციული „მასობრივი“ ხელოვნების, ისე იმ კომპოზიტორების წინააღმდეგ, რომლებიც უარს არ ამბობენ ტონალურ აზროვნებაზე (პროკოფიევი, ჰინდემითი, სტრავინსკი).

ადორნოს შრომებმა გავლენა მოახდინეს თანამედროვე სოციოლოგიაზე, ესთეტიკაზე, მუსიკისმცოდნეობაზე. ავტორია მთელი რიგი შრომებისა („ახალი მუსიკის ფილოსოფია“ გერმ. ენაზე 1949) და მუსიკალური ნაწარმოებებისა.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები