ადრეულა აგროციბე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადრეულა აგროციბე (ლათ. Agrocybe praecox (Fr.) Fay რუს. Чешуйчатка ранняя)
ქუდი – 8 სმ-მდე დიამეტრისაა, მრგვლად ამობურცულია, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირი დახეთქილია, შიშველი, მოყვითალო-მურა. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ – ყავისფერ თეთრი კიდეებით.
ფეხი – 4-8 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა; ცილინდრული, ძირში ოდნავ გაგანიერებული, დაფქვილული ზედაპირით; თეთრია, ძირისკენ თანდათანობით მურა ხდება.
რბილობი – თეთრია, ფეხში კი – მოყვითალო.
სპორები – კვერცხისებრ-ელიფსისებრია, ჭუჭყისფერ-ყავისფერი, 9-12X5-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში, მდელოზე, საძოვარზე, ბაღებსა და ბოსტნებში, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. მდარე ხარისხის საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი.