აედესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აედესი - (Aedes; ბერძნ. aedes უსიამოვნო), კოღოების გვარი; მიეკუთვნება Culicidae-ს ოჯახს, Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. კოღოები მრავლდებიან მდგარ წყალსატევებში, რომელთა ნაპირებზე კვერცხებს დებენ. ენცეფალიტების, ინფექციური ანემიის, ციებ-ცხელებისა და სხვა დაავადებათა აღმძვრელების გადამტანები. ფართოდ გავრცელებული სახეობებია: Aedes aegypty (ლათ. ეგვიპტური), Ae.caspius dorsalis (ლათ. caspius კასპიის და dorsalis ზურგის), Ae.cinereus (ლათ. რუხი), Ae.communis (ლათ. საერთო).