აენადარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ენადარა (აფხ. Аиндара) — ხელოვნური დანათესავების წესი ვენდეტას შეწყვეტის მიზნით. როდესაც მოსისხლე მხარეთა შესარიგებლად წარმოებული მედიატორობა უშედეგოდ მთავრდებოდა, მკვლელს, ტრადიციული აფხაზური სტუმარმასპინძლობით გულგამაგრებულს, შეეძლო დაზარალებულის ოჯახში მოულოდნელი შეჭრა და მოკლულის დედის, დის ან ცოლის ძუძუზე კბილის დადგმა ძალდატანებით, ან კიდევ მკვლელის დედას, დას ან ცოლს შეეძლო მოკლულის ოჯახში მისვლა და პირველივე შემხვედრი ბავშვის მკერდზე მიკვრა ან მისთვის ძუძუს პირში ჩადება. ამ გზით მტრებს შორის ნათესაური კავშირი მყარდებოდა და სისხლის აღების ტრადიციული წესი ძალას კარგავდა.

ხელოვნური დანათესავების ეს ფორმა, თანხლებული გარკვეული უფლება-მოვალეობებითა და ვალდებულებებით, თავის პარალელს პოულობს კავკასიის ხალხთა (განსაკუთრების ადიღეელთა) ჩვეულებითი სამართლით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების სახით. აენადარას ჩვეულებას ანუ ინკორპორაციული ხასიათის რიტუალს აფხაზები და ადიღეელები მიმართავდნენ შვილის აყვანის შემთხვევაშიც.


ლიტერატურა

  • Ш.Д. Инал-ипа. Абхазы (Историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • Т. Ачугба. Некоторые традиционные нормы поведения абхазов во время войны и вооруженных столкновений // Традиция разрешения конфликтов на Кавказе и методы институтов гражданского общества. Ереван, 2001;
  • Малыш Гуляцу. Адыгейские сказки. М., 1959;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. №168.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები