აერატორი ბურულის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აერატორი ბურულის – მოწყობილობა განიავების, ჰაერის ორთქლისა და ტენის გამოსადევნად ბურულქვეშა სივრციდან. გამოიყენება ბრტყელი და ქანობიანი რბილი სახურავებისათვის. ის ეწინააღმდეგება რულონური ბურულის ამობურცვას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს. ბრტყელ სახურავებში სხვადასხვა დიამეტრის აერატორებს განალაგებენ თანაბრად, ბურულის ყველაზე ამაღლებულ, თბოსაიზოლაციო ფილების პირაპირის უბნებზე, ხოლო ქანობიან სახურავებში – კეხის გასწვრივ კეხის ზედა ხაზიდან 0,5-0,6 მ-ის დაშორებით. ბურულის აერატორის რაოდენობა დამოკიდებულია სახურავის ფართობზე და აერატორის ტექნიკურ მახასიათებლებზე. აერატორის ამზადებენ უჟანგავი ფოლადის, პოლიპროპილენის ან კერამიკისგან. მათი მუშაობის დიაპაზონი ტემპერატურის მიხედვით შეადგენს –50-დან +90°C-მდე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები