აეროდინამიკური მახასიათებლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეროდინამიკური მახასიათებლები - სიდიდეების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს მექანიკურ და სითბურ ურთიერთქმედებას აირისმაგვარ გარემოსა და მასში მოძრავ სხეულს შორის.

ძირითადი აეროდინამიკური მახასიათებლები წარმოდგენილია აეროდინამიკური ძალების კოეფიციენტისა და მომენტების პარამეტრების დამოკიდებულების სახით. ის ახასიათებს სხეულის ფორმის ცვლილებებს და მოძრაობის პირობებს (მახის რიცხვებს, შეტევის კუთხეს, სრიალს, საჭის გადახრებს, ფრენის სიმაღლეებს და სხვა).

გამოიყენება გარსშემოდენილი სხეულის რაციონალური ფორმის შერჩევის, მისი აეროდინამიკური სრულყოფის შეფასების, ტრაექტორიისა და მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრის, კონსტრუქციის სიმყარის გათვლის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები