აეროდრომის საფარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეროდრომის საფარი – ხელოვნური საფარი აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლ(ებ)ის, დამხმარე (მოსაბრუნებელი) ბილიკების, თვითმფრინავების სადგომის, პერონისა და ანგარსწინა მოედნებისთვის, აეროდრომის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.

მუშაობის პირობების მიხედვით არის ხისტი (წინასწარ დაძაბული მონოლითური რკინა-ბეტონის ან ასაწყობი რკინა-ბეტონის ფილებისაგან), რომელიც მუშაობს ღუნვაზე და დატვირთვას თვითმფრინავებისგან ანაწილებს დიდ ფართობზე და რბილი (ასფალტბეტონის, ხრეშისა და ღორღის), რომელიც ძირითადად მუშაობს კუმშვაზე. საფარის ტიპი დამოკიდებულია აეროდრომის კლასზე და საანგარიშო დატვირთვების კატეგორიაზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები