ავალიანი სერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერგი ავალიანი – (1928 – 2017), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი (1995), მეცნიერებს ფილოსოფიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

(1999) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მუშაობს თეორიული ფილოსოფიის (ონტოლოგია, გნოსეოლოგია), ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის, ქართული და ზოგადი ფილოსოფიის ისტორიის დარგებში. გამოქვეყნებული აქვს 25 წიგნი და 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. შეიმუშავა ფსევდოაბსოლუტურის თეორია, რომლის მიხედვით მთელი ჩვენი ცოდნა და ღირებულებითი ცნობიერება თავისთავად რელატიურია, მრავალნიშნაა, მაგრამ მხოლოდ რელატიურობის (მრავალნიშნობის) პირობებში შეუძლებელია აზროვნება, შემეცნება, აზრის გამოთქმა (მეტყველება) და თვით პრაქტიკული მოღვაწეობაც. ამიტომ ადამიანი ხელოვნურად ქმნის აბსოლუტურს, ცნობიერად ან არაცნობიერად ააბსოლუტურებს რელატიურს. ასეთი ხელოვნურად შექმნილი აბსოლუტური არის ფსევდოაბსოლუტური, რომელიც შემეცნებისა და მეტყველების პროცესში ჭეშმარიტი აბსოლუტურის ყველა ფუნქციას ასრულებს. ს. ავალიანმა ჩამოაყალიბა დაკვირვებადობის პრინციპის ახალი (გნოსეოლოგიური) ინტერპრეტაცია, რის საფუძველზეც ერთმანეთისაგან გამიჯნა ცოდნა და რწმენა, მეცნიერება და მეტაფიზიკა, უარყო მეტაფიზიკური ფილოსოფიის შესაძლებლობა ფილოსოფიის მეცნიერულობაზე დამყარებით. ამ პრინციპის მისეული ინტერპრეტაციის საფუძველზე შემოიტანა მეცნიერული ონტოლოგიის ცნება, რომელიც, საბოლოოდ, ფილოსოფიურ თეოლოგიას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ერთმანეთისაგან განასხვავა ფილოსოფიური და რელიგიური თეოლოგია, რომელთაგან პირველი მეცნიერულ ონტოლოგიასთან გააიგივა. ს. ავალიანმა სცადა სიცოცხლის არსების ტელეოლოგიური და ვიტალისტური ახსნა. თხზულებაში „ტელეოლოგია“ შემოიტანა ანთროპოცენტრიზმის იდეა.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები