ავალიშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავალიშვილები - თავადთა საგვარეულო საქართველოში. ავალიშვილებიის გვარი დაწინაურდა XV-XVI საუკუნეებში. მათი სათავადო-საავალიშვილო ცენტრი ისტორიულ თორში, სადგერში ჩამოყალიბდა (ახლანდ. ბორჯომის ხეობა).

XVI საუკუნეში ოსმალთა მოძალების პირობებში (ოსმალეთმა ეს მხარე დაიპყრო XVI საუკუნის ბოლოს) ავალიშვილების ნაწილი იმერეთს გადავიდა, ნაწილი შიდა ქართლსა და კახეთში დასახლდა. სამეფო კარზე ეკავათ ბოქაულთუხუცესების, მეითრების, ეშიკაღაბაშების თანამდებობები. ქიშვად ავალიშვილმა XVI საუკუნეში ჯავახეთში ააგო კოთელის წმ. კვირიკეს ტაძარი. ამის საგვარეულოს წარმომადგენლები შუა საუკუნეებში ჩანან მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე: XVII საუკუნის I მეოთხედში დომენტი ავალიშვილი მროველი ეპისკოპოსია, იმავე საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწეა არსენი, რომელსაც თავდაპირველად ბოდბის კათედრა ეჭირა (XVII საუკუნოს 30-40-იანი წწ.), შემდეგ კი ალავერდელი იყო (XVII ს. 40-60-იანი წწ.). ავალიშვილების საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენელია XVII საუკუნის I ნახევრის მღვდელმთავარი, კალიგრაფი და მწიგნობარი იოანე, რომელიც საფარის მონასტერს წინამძღვრობდა, შემდეგ, სავარაუდოდ, იყო ალავერდელი ეპისკოპოსი და ბოლოს - ქართლის მთავარეპისკოპოსი (იხ. იოანე ავალიშვილი). კახეთში დამკვიდრებულ ავალიშვილების შთამომავალი იყო ცნობილი მწერალი და მოგზაური გიორგი ავალიშვილი.

ნ. აბაშიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები