ავალიშვილი ბიძინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
BiZina avaliSvili.png

ავალიშვილი ბიძინა გიორგის ძე (30 სექტემბერი, 1922 – 20021) – მოქანდაკე, ხეზე ამომკვეთი. მისი მამაც ცნობილი ხეზე ამომკვეთი იყო. დაიბადა თბილისში.

1935 წლიდან ბიძინა ავალიშვილი გამოფენებში მონაწილეობდა. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მის მიერ სტალინისა და კალინინის ხეზე ამოჭრილი პორტრეტები ქ. მოსკოვში გამართულ 1-ელ სრულიად საკავშირო თვითმოქმედ მხატვართა ხალხურ შემოქმედების სახლში (1936/1937) გამოიფინა. ცნობილია მისი „ამხანაგი სტალინი 1902 წელს“, „ვაჟა-ფშაველა“, „ალექსანდრე ყაზბეგი“ და სხვ., სულ 30-მდე ნამუშევარი.

მის შესახებ
ლადო ავალიანი. მოქანდაკეთა ახალი თაობა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1950. – № 5.

იხილე აგრეთვე

1. ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები