ავერსიული თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავერსიული თერაპია - (aversion therapy), თერაპია, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების პათოლოგიურ მიდრეკილებას თრგუნავს ტკივილთან ან უსიამოვნო შეგრძნებებთან მისი ასოცირების გზით.

ტერმინი მიესადაგება ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამოკიდებულების მკურნალობის ნებისმიერ სახესხვაობას, რომელსაც საფუძვლად უდევს კონდიცირებული (პირობით-რეფლექსური) ზიზღის ჩამოყალიბება ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ვიზუალური ან ტაქტილური (სუნი, გემო) აღქმისას, აგრეთვე მათზე ფიქრის დროს.

როგორც წესი, აღნიშნული შედეგი მიიღწევა ღებინების გამომწვევი საშუალებების, უმეტესად ამეტინის ან აპომორფინის გამოყენებით, რომელთა ორგანიზმში შეყვანა ხორციელდება უშუალოდ ალკოჰოლის (სხვა ნივთიერებების) მიღების წინ და იწვევს ღებინებას, რის შედეგად ალკოჰოლის (სხვა ნივთიერებების) შეწოვა არ ხორციელდება. აღნიშნული მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სუსტი ელექტრული მუხტი, რომელიც თანმხვედრი იქნება ალკოჰოლის მიღებასთან ან მის ვიზუალურ შეგრძნებასთან (ბოთლი, ალკოჰოლის რეკლამა); სამკურნალო პრეპარატი, რომელიც იწვევს სუნთქვის ხანმოკლე დამბლას; სიტყვიერი შთაგონება ჰიპნოზის დროს ან მის გარეშეც. აღნიშნულ თერაპიასთან ახლოსაა ე.წ. ფარული სენსიბილიზაცია, რომლის დროსაც პაციენტის წარმოდგენებში ზიზღის ჩამოყალიბების მთელი პროცესი ხდება.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები