ტერტერიანი ავეტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ავეტ ტერტერიანი-დან)
ავეტ ტერტერიანი – (29 ივლისი 1929, ბაქო – 1.12.1994, ერევანი), სომეხი კომპოზიტორი, პედაგოგი, სომხეთის სახალხო არტისტი (1984), ე. მირზოიანის მოწაფე. 1960-იდან სომხეთის, 1986-იდან სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1970-იდან ასწავლიდა ერევნის კონსერვატორიაში (1985, პროფ.) ავტორია ოპერებისა: „ცეცხლის რკალი“ (1967), „მიწისძვრა“ (1984), 8 სიმფონიისა (1969-89), ბალეტისა და სხვ. ნაწარმოებებისა. ავეტ ტერტერიანის მუსიკა მძაფრად დრამატული და ექსპრესიულია. ფართოდ იყენებს ძველი სომხური მონოდიურ ი მუსიკის(შარაკანები) ტრადიციებს. აღიარებულია XX ს. თვალსაჩინო კომპოზიტორად.