ავთანდილის საქანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავთანდილის საქანი – ტოპონიმი, ადგილი, რომელიც ფშავის არაგვის ხეობაში არსებობს „კოპალას ქვის“ მოპირდაპირე მხარეზე. ავთანდილი იმ დევის ძმა იყო, ვინც კოპალას ქვა მოიპარა კოპალამ ნადირობიდან დაბრუნებული ავთანდილი მოკლა. მთიდან დაგორებულმა უზარმაზარმა დევმა ღრმა ხევი ჩამოკვალაო. ასე დაერქვა ამ ადგილს. „ავთანდილის საქანი“, გასაქანებელი, დასაგორებელი.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ვაჟა-ფშაველა, თხზ. IX, 1964, გვ. 78;
- ქართული ხალხური პოეზია, მითოლოგიური ლექსები, 1972.