ავთანდილ გადინადირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ავთანდილ გადინადირა“ – გავრცელებული საფერხულო სიმღერა, რომელსაც დასრულებული ბალადის სახე აქვს. მოეპოვება პარალელი რუსთაველთან, მაგრამ მწიგნობრული გზით არაა შექმნილი. უძველესი ჩანაწერი გვხვდება „ვ-ტ“ 1681 წლის ნუსხაში, შემდეგ „კალმასობაში“; 13 ვარიანტი დაცულია პ. უმიკაშვილის კოლექციაში (ფ. არქ. უ. 490).
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- პ. უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება, I. 1964, გვ. 271, 330, 361;
- მ. ჩიქოვანი, შოთა რუსთაველი ღა ქართული ფოლკლორი, 1966, გვ. 74-78;
- ქს. სიხარულიძე, ვეფხისტყაოსანი და ქართ. ხალხ. საგმ. პოეზია. „შოთა რუსთაველს“. საიუბ. კრ., 1966, გვ. 184-87;
- ს. ცაიშვილი, ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია, 1970, გვ. 159–160.