სილაგაძე ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ავთანდილ სილაგაძე-დან)
ავთანდილ სილაგაძე – დაიბადა 1954 წლის 5 თებერვალს ცაგერში. — ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1977); ასპირანტურა (1980).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი (1992-98);
- მე-6 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №45 ცაგერის საარჩევნო ოლქი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
პრემიები
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- სილაგაძეები