ლაურეატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაურეატი — (ლათ. laureatus – დაფნის გვირგვინოსანი), საპატიო წოდება იმ პირისა, რომელსაც მიენიჭა სპეციალური პრემია ან ჯილდო მუსიკალურ (ან რაიმე სხვა) კონკურსზე. ლაურეატად ითვლება აგრეთვე ამა თუ იმ კონკურსში (პიანისტთა, ვოკალისტთა და სხვ.) გამარჯვებული. ტერმინი ლაურეატი გაჩნდა ძველ საბერძნეთში, სადაც დაფნის საპატიო გვირგვინით აჯილდოებდნენ შეჯიბრებაში გამარჯვებულს.








წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები