ავლაბრის სახალხო თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავლაბრის სახალხო თეატრი – მუშათა თეატრი თბილისში, დაარსდა 1902 წელს მუშა-ხელოსანთა თაოსნობით. ჰყავდა ქართული, რუსული და სომხური დასები. ავლაბრის სახალხო თეატრის რეპერტუარში იყო იმდროინდელი სოციალური პრობლემების ამსახველი ნაწარმოებები. წარმოდგენების შემოსავალი ხშირად მუშათა რევოლუციურ ორგანიზაციებს ხმარდებოდა. 1919 წელს ავლაბრის სახალხო თეატრს მუშათა კლუბი უწოდეს. 1823 წელს კლუბი გადაკეთდა თბილისის კომკავშირის III რაიკომთან არსებულ დრამწრედ (ხელმძღვანელი გ. დარისპანაშვილი) 1928 წელს წრემ მუშაობა შეწყვიტა.