ავლაბრის სტამბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავლაბრის სტამბა – რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ავლაბრის არალეგალური სტამბა, დაარსდა 1903 წელს თბილისში. ახლადაშენებული ოროთახიანი სახლის ქვეშ საიდუმლო სარდაფში, სადაც საგანგებოდ გათხრილი ჭის საშუალებით ჩადიოდნენ, მოეწყო სტამბა. ავლაბრის სტამბაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მბეჭდავ-ტრანსპორტიორი გ. ლელაშვილი, ასოთამწყობები გ. ლილუაშვილი, ასოთამწყობები ე. კალანდაძე, ტ. ვახტანგოვი, მაკარ და მანასე გოგუაძეები, ვ. წულაძე, სტატიებს წერდნენ და სარედაქციო საქმიანობას ეწეოდნენ ი. სტალინი, ა. წულუკიძე, მ. ცხაკაია, ს. შაუმიანი, ფ. მახარაძე და სხვ. ისინი ხელმძღვანელობდნენ გაზეთები „პროლეტარიატის ბრძოლისა“ და „პროლეტარიატის ბრძოლის ფურცლის“ გამოცემას. ავლაბრის სტამბაში დაიბეჭდა ვ.ი. ლენინის შრომები „სოფლის ღარიბებს“, „პროლეტარიატსა და გლეხობის რევოლუციური დემოკრატიული დიქტატურა“ და სხვ. ი. სტალინის – „გაკვრით პარტიულ უთანხმოებაზე“, - პასუხად „სოციალ-დემოკრატს“, „ორი შეჯახება“ და სხვ. მთელი ლიტერატურა იბეჭდებოდა რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზე. 1906 წლის მარტში ჟანდარმერიამ ავლაბრის სტამბის კვალს მიაგნო, 15 აპრილს კი გაჩხრიკა და შენობა ააფეთქა.

წყარო

საქართველოს ისტორია:ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები