ავლაბრის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავლაბრის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); ივრის ქუჩიდან ვარდის მოედნამდე. ქუჩა დააპროექტა მიწისმზომელმა. ტოვარნიცკიმ 1833-35 წელს. თბილისის 1851 წლის გეგმაზე დატანილია ავლაბრის II ქუჩის სახელით, შემდეგ ავლაბრის ქუჩა დაერქვა. შემონახულია XIX ს. საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი.