ავრალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავრალი - (ინგლისური over – მაღლა, all – ყველა), საერთო სახომალდო სამუშაო, რომელსაც ასრულებს ხომალდის მთელი პირადი შემადგენლობა ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი ცხადდება ხომალდის გენერალური დასუფთავების, დოკში დადგომის მოსამზადებლად და ა.შ.