ავსაჯანიშვილი თენგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავსაჯანიშვილი თენგო − (1970), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ გორისციხეში (ყაზბეგი); დაამთავრა სოფელ სიონის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მისი პირველი ლექსები იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთ „დარიალში” 80-იან წლებში. 1990 წელს კი დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ ფილმში”, შემდეგ − გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში” და ჟურნალ „ანეულში”. არის ოთხი წიგნის ავტორი: „მელოდეთ” (1998), „სიკვდილს რომ შევეუღლები” (2000), „მე+შენვ (2003), „აქ და იქ” (2016).
- * * *
- ისევ თოვს, ღმერთივით თეთრი სამყაროა,
- თოვლმა მთლად დაფარა დარიალ-გერგეტი.
- მარტო ვარ ისევე, არავინ არ მოვა,
- ამ თოვლში არავინ არ მოვა შენს მეტი..
- ო, ასეთ თოვაში რა სამწუხაროა,
- მარტო ვარ, თუ შენაც ამაოდ მოგელი.
- შენი ხმაც მწყურვალი ამ სულის წყაროა,
- ეგ მზერაც ტანჯული ჟრუანტლის მომგვრელი.
- ისევ თოვს, ღმერთივით თეთრი სამყაროა,
- მთლად გადაქათქათდა ყურო და გერგეტი,
- მარტო ვარ ისევე, არავინ არ მოვა,
- ფიფქებად არავინ არ მოვა შენს მეტი...
- ისევ თოვს, ღმერთივით თეთრი სამყაროა,