ავსაჯანიშვილი მირანგულ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირანგულ ავსაჯანიშვილი

ავსაჯანიშვილი მირანგულ − (1938 − 2001), ქართველი პოეტი, დაიბადა ყაზბეგში. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. არის შვიდი პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: „გამოღვიძება” (1981), „სიცხადე” (1986), „რაღაც ვერა ვთქვი” (1990), „ვთქვა თუ არა ვთქვა” (1995), „ამაღლება და დაცემა” (1998).


* * *
უკუღმართია ქვეყანა,
არად დაგიდევს ჩენასა,
გინდ მაჰკვდი, გინდაც ქვად ეგდე,
არარას მატებს რჩენასა.
ეს რა ჭირი და რამ ეცა,
ამდენ თმენას და სურვილსა,
რომ აღარ უჩანს მკურნალი,
დროს, ნისლით გადაბურვილსა?!
მატებ, რას მატებ სიცოცხლეს,
ლოდინს სამეხოდ უგბილსა?
საით ველოდო, ეს ზეცა
როდის დაიწყებს ქუხილსა?!
დამბადე - რისთვის დამბადე,
შენ გეკითხები მამულო,
იმად ხომ არა, ვისაცა
დრონი უდროოდ არ გულობს?!
ჰაი, ჰაი, რომ ვერა მცნობ,
მტრის გასახარად - ნეტარის...
შვილსა მკლავ, ჰაი, დედასა!
სხვას ვის მაჰკლავდი ნეტავი?!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები