ავსტრიის ნაციონალური ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავსტრიის ნაციონალური ბიბლიოთეკაევროპის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნსაცავი მდებარეობს ვენაში, ხოფბურგის სასახლეში.

ბიბლიოთეკის დაარსებას საფუძვლად უდევს ჰაბსბურგების დინასტიის მიერ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან შექმნილი კოლექციები, რომლებშიც გაერთიანებულია ინკუნაბულები, ანუ პირველნაბეჭდი წიგნები, პაპირუსები (ბერძნულ, კოპტურ, არაბულ ენებზე), რუკები, გლობუსები და კომპოზიტორთა პარტიტურები. ამავე დროს ბიბლიოთეკა ცნობილია ხელოვნურ ენათა შესახებ არსებული უმდიდრესი ლიტერატურით.

ამჟამად ბიბლიოთეკაში დაცულია ქართული ხელნაწერი წიგნის ხუთი მეტად მნიშვნელოვანი ერთეული, რომელთა შესწავლასაც ყურადღება დაუთმეს როგორც ევროპელმა, ასევე ქართველმა მეცნიერებმა. ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების პირველი სამეცნიერო აღწერილობა ეკუთვნის გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც ეს შრომა 1940 წელს გამოაქვეყნა (Peradze 1940). ნაშრომი 2004 წელს ითარგმნა ქართულ ენაზე (ფერაძე 2004). 2004-სა და 2008 წლებში ვ. იმნაიშვილმა გამოსცა საზღვარგარეთ არსებული ქართული ხელნაწერებისადმი მიძღვნილი ნაშრომები (იმნაიშვილი 2004; 2008). 2004წ. დაბეჭდილ მონოგრაფიაში ძირითადად განხილულია გრაცში დაცული X-XII სს. ქართული ხელნაწერები. წინამდებარე გამოცემაში ქართულ ხელნაწერთა შესახებ პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური ინფორმაცია ეყრდნობა დასახელებულ პუბლიკაციებს, ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებსა და იმ სამეცნიერო შრომებს, რომლებიც ეხება კონკრეტულ ხელნაწერ წიგნსა და ხელნაწერების ციფრული ასლების შესწავლას.

იხილე აგრეთვე

ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები