ავტოგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტოგრაფი – (ბერძ. αὐτός - თვითონ, γράφω – ვწერ) – საკუთარი ხელწერა, მწერლისეული ხელნაწერი ტექსტი. ვიწრო მნიშვნელობით ავტოგრაფად იწოდება მწერლის. მეცნიერის ან, საერთოდ, გამოჩენილი მოღვაწის ხელმოწერა.
გამოჩენილ მწერალთა ავტოგრაფების შესწავლა გვეხმარება ლიტერატურისმცოდნეობის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ამასთან მას თავისთავადი მნიშვნელობაც აქვს.