ავტოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტოგრაფია − (ინგლ. autography), ლითოგრაფიის ერთ-ერთი ხერხი, რომლის დროსაც სურათი სრულდება „ავტოგრაფულ“ ქაღალდზე და შემდეგ ხდება მისი თანდათანობითი გადატანა ქვაზე ან თუთიაზე ბეჭდვისათვის. ავტოგრაფიის ღირსება იმაშია, რომ ქაღალდზე ხატავენ პირდაპირი და არა შებრუნებული (სარკისებრი) სახით, როგორც ამას მოითხოვს ლითოგრაფია ქვაზე; ამას გარდა, დასაშვებია ჩანახატები ნატურიდან, რაც, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია ქვაზე მუშაობის დროს. ავტოგრაფიის ნაკლად ჩაითვლება მისი მცირე გამომსახველობითი შესაძლებლობანი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები