ავტოკლავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოკლავი

ავტოკლავი – (ბერძ. autos თვით და ლათ. clāvus ლურსმანი ან clāvis გასაღები), ჰერმეტულად დახურული ლითონის ჭურჭელი, რომელშიც ატარებენ სხვადასხვა პროცესებს ორთქლის, მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ (ტემპერატურა 5000C-მდე, წნევა 150 მპა-მდე). მოცულობით შეიძლება იყოს რამდენიმე სმ3-დან რამდენიმეასეულ მ3-მდე.

სამშენებლო საქმეში გამოიყენება სილიკობეტონის, სილიკატური აგურის, ცემენტის, პლასტმასის, დუღაბისა და სხვათა მისაღებად დაჩქარებული მეთოდით. საშენი მასალების წარმოებაში ძირითადია გვირაბისებრი ან ჩიხისებრი ავტოკლავი, რომელიც წარმო ადგენს 3-6 მ დიამეტრისა და 15-20 მ სიგრძის ლითონის მილს დახურულს ბაიონეტური ჩამკეტით. კონსტრუქციის შიგნით განთავსებულია სარელსო გზა ურიკისათვის და მაგისტრალები გაჯერებული ორთქლის შესაშვებად ან ნამუშევარი ორთქლისა და კონდენსატის გამოსაშვებად ატმოსფეროში. არსებობს: მბრუნავი, მოქანავე, ჰორიზონტალური, შვეული და კოლონური. სამშენებლო საქმის გარდა გამოიყენება ჰიდრომეტალურგიაში, მედიცინაში. ქიმიაში ქიმიურ რეაქტორსაც ეძახიან, ხოლო მედიცინაში – სტერილიზატორს ან საშრობ კამერას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები