ავტოლითოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტოლითოგრაფია – ლითოგრაფიის სახე, სადაც სურათს ქვაზე თვით მხატვარი-ავტორი დაიტანს, განსხვავებით რეპროდუქციული ლითოგრაფიისა, სადაც ქვაზე სამუშაოს ასრულებს ოსტატი-მტუშავი ან მხატველი. ავტოლითოგრაფიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მხატვარ-ავტორს შეუძლია გამოიყენოს ლითოგრაფიული ქვის, როგორც ფორმის მასალის ყველა გამომსახველობითი შესაძლებლობანი.