ავტომატური მართვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტომატური მართვა – მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აპარატებისა და აგრეგატების ჩართვას, მათ გაჩერებას, დამუხრუჭებას, რევერსირებასა და ოპერაციების წინასწარ დაგეგმილ თანამიმდევრობის მკაცრად დაცვას. ამ შემთხვევაში ადამიანის როლი მხოლოდ საწყისი (გამშვები) იმპულსის გაგზავნაში მდგომარეობს. ავტომატური მართვა ყველაზე ხშირად დისტანციურად ხორციელდება და უზრუნველყოფს დანადგარის შეთანხმებულ და საიმედო მუშაობას, უსაფრთხოების საჭირო პირობებს, გამორიცხავს ხანძრის საშიშროებასაც. ავტომატური რეგულირების ხელსაწყოები უზრუნველყოფს ადამიანის მონაწილეობის გარეშე ტექნოლოგიური პროცესების მოცემული პარამეტრების შენარჩუნებას, გამორიცხავს ამ პარამეტრების წინასწარდადგენილი უსაფრთხო მნიშვნელობიდან ამა თუ იმ მხარეს გადახრას და ხანძრისა თუ აფეთქების ალბათობას.