ავტომატური მორჩილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტომატური მორჩილება (დამორჩილებადობა) - (command automatism), ბრძანებების (ინსტრუქციული მოთხოვნების) ზუსტად და აშკარად უნებლიე შესრულება, თითქოს ინდივიდი ავტომატს წარმოადგენს.
ავტომატური მორჩილება კატატონიური სინდრომის ნიშანია, რაც შეიძლება ასევე აღმოცენდეს აწეული შთაგონებადობის მდგომარეობაში, მაგ., ჰიპნოზური ზემოქმედების (ჰიპნოზის) შედეგად, უკიდურესი გადაღლილობის, სენსორული დეპრივაციის ან ზოგიერთი სახის ინტოქსიკაციის დროს.