ავტომატური მუსიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ავტომატური“, „არამუსიკალური მუსიკა“ — XVIII ს.ფართოდ იყო გავრცელებული მუსიკალური თამაში კამათლებით, და არა მარტო მოყვარულთა წრეებში, არამედ კომპოზიტორთა შორისაც ამით თავს იქცევდნენ ისეთი საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსებიც კი, როგორიც იყვნენ გ. ფ. ჰენდელი, ი. ჰაიდნი, ფ. ვ. ბახი და სხვები.
1757 წ. გამოქვეყნებულ იქნა „სახელმძღვანელო პოლონეზების და მენუეტების შესათხზველად, კამათლების მეშვეობით“. მრავალი ამგვარი პუბლიკაცია დაკავშირებულია მოცარტის სახელთან, რომელიც ასეთი მეთოდით ხშირად თხზავდა პატარ-პატარა პიესებს. მუსიკის შექმნას კამათლების მეშვეობით სავსებით განსაზღვრულ მნიშვნელობა ჰქონდა ხელს უწყობდა რა შემოქმედებითი ენერგიის დაზოგვას. ამგვარი მეთოდების პოპულარობაზე მეტყველებს მათი მრავალრიცხოვანი ხელახალი გამოცემები შემდგომ წლებში.