ავტონომიური ნერვული სისტემის ჰიპერაქტივობა სიფხიზლის დონის მომატებით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავტონომიური ნერვული სისტემის ჰიპერაქტივობა სიფხიზლის დონის მომატებით - (automatic hyperarousal with hipervigilance), ინტენსიური და ხანგრძლივი ვეგეტატიური განმუხტვა, რასაც თან სდევს ერთგვარი „გაჭედვა“ მუდმივ სიფხიზლესა და გარემო სტიმულების მიმართ დაძაბულობის მდგომარეობაში. ყველაზე ხშირად მსგავსი რეაქციები აღინიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობათა რეაქტიულ აშლილობაში.