ავტოპილოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტოპილოტი – საფრენი აპარატის ფრენის ავტომატური მართვის საშუალება. ამაღლებს საფრენი აპარატის მდგრადობას ხელით პილოტირების შემთხვევაშიც. შედის საფრენი აპარატების მართვის ავტომატური სისტემის საპილოტაჟო კომპლექსში. სანავიგაციო, დაფრენის, დამიზნების და სხვა სისტემების მონაცემებით უზრუნველყოფს საფრენი აპარატების მართვას ყველა ეტაპზე – აფრენიდან დაფრენამდე. აქვს საჭის ზედაპირების მართვის 3 არხი (ელერონებით, სიმაღლის და მიმართულების საჭეებით). თითოეული არხი შეიცავს ფრენის კოორდინატების გასაზომ მოწყობილობებს (დახრის, კურსის და ტანგაჟის კუთხეების, საფრენი აპარატის ბრუნვის კუთხური სიჩქარეების და სხვა), გამოთვლით მოწყობილობას და სერვოამძრავს, რომელიც შედგება გამაძლიერებლისგან, საჭის აგრეგატის და უკუკავშირის ელემენტებისგან. პირველი გაფრენა ავტოპილოტით განხორციელდა ამერიკული თვითმფრინავით 1914 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები