ავტოსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქ. ლესტერის ახალი ავტოსადგური, ინგლისი

ავტოსადგური – შენობებისა და ნაგებობების კომპლექსი საქალაქო, საგარეუბნო და საერთაშორისო ავტოტრანსპორტის მგზავრთა, სახაზო პერსონალის, მოძრავი შემადგენლობისა და ბარგის მომსახურებისათვის. ავტოსადგურის შენობაში განთავსებულია სამგზავრო დარბაზი, სალაროები, სადისპეტჩერო, ხელბარგის შესანახი კამერები, ბუფეტი, სანკვანძი და სხვ. სათავსები; ტერიტორიაზე კი – მგზავრთა ავტობუსებში ჩასასხდომი და გადმოსასხდომი ბაქანი (ბაქნები). ავტოსადგურში ავტობუსების უსაფრთხო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფისათვის მოწყობილია კონტროლის ავტომატური სისტემები (რადიო-, ვიდეო- და ტელეკავშირი, სიგნალიზაცია და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები