ავღადდონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავღადდონ-ი (ოს. Æвгъæддон)- ოსური სამშობიარო ადგილი ბოსელში, სადაც თივისგან ისეთივე საწოლს აწყობდნენ, როგორიც ხბოებისა და ბატკნებისთვის ჰქონდათ. საწოლზე გადაფარებული იყო ქსოვილის ნაჭერი, მშობიარისთვის მოჰქონდათ საბანი და ბალიში. ორსულზე მზრუნველობას და მშობიარობის წარმართვას ხელმძღვანელობდა ბებიაქალი („ავღადგასი“). ყოველივეს, რაც ავღადდონში ხდებოდა, სიტყვასაც კი, საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან სწამდათ, რომ აქ ფარნი (ღვთიური ლოცვა-კურთხევა) სუფევდა. ყოველი მოძრაობა, ყოველი მოქმედება პანიკის, წრიალის გარეშე საფუძვლიანად სრულდებოდა. მშობიარეს იცავდნენ ყოვლისგან – ავსულთაგან, გათვალვისაგან, უადგილო სიტყვისგან.


ლიტერატურა

  • Бесаева Т. З. Материады по родильным обрядам осетин // Новое в этнографических и антропологических исследованиях. М., 1975; მისივე, Обряды и обычаи осетин, связанные с рождением ребёнка // ИСОНИИ. 1976, т. XXXI;
  • Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები