ავშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Artemisia.PNG

ავშანი - Artemisia phyllostachys (Boiss) (G. Wor.) ავშანი მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. კალათები ზარისებრია 1,5–2 მმ სიგანის, გვერდით ტოტებზე მოგრძო მტევნებად შეკრებილი, დატოტვილ საგველად თავმოყრილი. საბურველის ფოთლები კვერცხისებრია, ფართო სიფრიფანა არშიით შემოვლებული, ზურგშებუსვილი, ნაყოფი სრულიად შიშველი, ღერო 20– 60 სმ სიმაღლის, მრავალრიცხოვანი, ძირგახევებული, ფოთლები ორჯერ ხაზურ სეგმენტებად დანაკვთული, თავბლაგვი, ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია, შუა და ზედა კი მჯდომარე; კალათების ძირში განვითარებული ფოთლები მთლიანია. გვხვდება კლდეებზე, მლაშობ ნიადაგებზე.

მცენარეთა დაცვაში მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებულია ავშანისა და ფიჭვის ფიტონციდური ნაყენი, რომლის დასამზადებლად ახლად მოთიბულ ან მშრალ ავშანს, ან კიდევ ახლად მოჭრილ ფიჭვის ტოტებს ათავსებენ კასრში და უმატებენ ადუღებულ წყალს 1:1 შეფარდებით. კასრს ახურავენ სახურავს ან სატომრე ქსოვილს ნაყენი უნდა გამოვიყენოთ მეორე დღეს. მას წინასწარ ანზავებენ ხუთჯერად წყალში, მოცხარისა და ხურტკმელის ალურას წინააღმდეგ პირველი წამლობა ტარდება ყვავილობის წინ, შემდეგი ორი კი ერთი კვირის ინტერვალით. ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ შესხურება ტარდება ყვავილობის დამთავრებისთანავე, პირველსავე თბილ საღამოს (ტემპერატურა მზის ჩასვლის შემდეგ უნდა იყოს 15°C). შემდეგი წამლობა ტარდება ერთი თვის მანძილზე ერთკვირიანი ინტერვალით. ნაყენის ეფექტიანობაზე გარკვეულად მოქმედებს კლიმატური პირობები, კერძოდ წვიმიანი და ქარიანი ამინდის დროს ნაყენის გამოყენება ხელსაყრელი არ არის.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები