აზერბაიჯანის მთის მერინოსი
აზერბაიჯანის მთის მერინოსი - ცხვრის ჯიში. გამოყვანილია აზერბაიჯანის ქედაბეკის სახელმწიფო ჯიშთსაშენში. ადგილობრივი მერინოსებრი ცხვრის და ჩრდილო კავკასიური მერინოსების და ასკანიური ჯიშის მეშვეობით გაუმჯობესებული ბოზახის (ცხვრის ჯიშია) შეჯვარებით. ამ ჯიშის ცხოველები შედარებით მომცრო ტანისაა, მაგრამ კარგად არიან შეგუებულნი მთის სპეციფიკურ პირობებს, ხასიათდებიან ამტანობით, კარგად უძლებენ ნაბარევს (პიროპლაზმოზს).
ნერბების კანძის წონა (ნაპარსის წონა) 4,0 და 5,0 კილოგრამია, ყოჩების 6,0-8,0 კილოგრამი. სუფთა მატყლის გამოსავალი 38-40%-ს აღწევს, ცხოველებს ხშირი მატყლი აქვთ, სინაზით უმთავრესად, 64 და 60 ხარისხის, სიგრძით 7,5 - 8,0 სანტიმეტრი. საწმისი გამოთანაბრებულია მატყლის ბეწვების სიგრძისა და სინაზის მხრივ. საკმარისი რაოდენობით აქვთ ყვითელი ფერის ცხიმოფლი. ცხოველებს კისერზე კანი დანაოჭებული არ აქვთ, მხოლოდ ზოგჯერ გვხვდება ქვედა ნაწილზე ე.წ. „ფეშტამალი”. ნერბების ცოცხალი წონა 48-55 კილოგრამია, ყოჩების 60-75 კილოგრამი. საუკეთესო ფარები ჰყავთ ქედაბუკის სახელმწიფო ჯიშთსაშენებში.